ელისაშვილის პარლამენტში შესვლა “ოცნებაში” შესვლაა – ხოშტარია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არა ერთპარტიული პარლამენტის დასრულება, არამედ მის ქართულ ოცნებაში შესვლას ნიშნავს.

ელენე ხოშტარია სამწუხაროს უწოდეს იმას, რომ “ალეკო ელისაშვილმა, რომელმაც ამომრჩეველ გაყალბებული არჩევნების და პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ ბრძოლის პირობა მისცა, შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

“ალეკო და ლევანი რომ საუბრობენ, [საარჩევნო რეფორმაზე] რაღაც გამოვგლიჯეთო, ესეც ტყუილია. საარჩევნო რეფორმის გამოგლეჯა არ იყო გამოსავალი, ეს არ აგვარებს გაყალბებული არჩევნების პრობლემას, პოლიტიკური მძევლების გამოყვანის პრობლემას და კი არ განმუხტავს კრიზისს, ოცნებას უქმნის ლეგიტიმაციას.

როცა ადამიანებს მისცემ სიტყვას და მერე შეგიძლია, ეს სიტყვა გადათქვა, ეს არის პრობლემა. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არ არის იმდენი მატყუარა პოლიტიკოსი, რომ კობახიძე ვერ შეძლებს ბინძური მეთოდებით ერთობის დაზიანებას და ცალკე აღებული ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არის არა ერთპარტიული პარლამენტის დასრულება, არამედ ალეკო ელისაშვილის ოცნებაში გაწევრიანება”. – ამბობს ელენე ხოშტარია.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ თუ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმდებიან, ის პარლამენტში შევა.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მოქალაქეების ლიდერი საბაბს ეძებს, რომ პარლამენტში შევიდეს.