ენმ-ს ოფისთან სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ

ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან სასწრაფო დახმარების 3 ბრიგადა მივიდა. რას უკავშირდება მათი იქ მისვლა, უცნობია.

ენმ-ის ოფისში შეკრებილები ვარაუდობენ, რომ დღეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და დაიწყება ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია, რასაც უკავშირდება ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა გუშინ, 17 თებერვალს ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა.