”თუ უსამშობლო ადამიანების რაიმე კატეგორია არსებობს, ასეთია ალბათ ბატონი არახამია, რომელიც ქართველებს რუსულად გველაპარაკება, ოკუპანტების ენაზე. ვის სჯერა მისი პატრიოტიზმის? საგარეო მიმართულებით ის არის ერთი ჩვეულებრივი ნაცაქტივისტი, რომლის ინტერესია, ეს ქვეყანა რამენაირად ომში იყოს ჩართული და რევოლუცია გამოვიდეს, რომ შემდეგ მათი ბელადი, პატიმარი სააკაშვილი გადატრიალებით ხელისუფლებაში მოვიდეს. ვწუხვარ, რომ უკრაინელი ხალხი და უკრაინული სახელმწიფო არახამიასნაირ ტიპებს აბარიათ. ნუ უსმენთ ფასიან ლობისტებს, ნუ უსმენთ არახამიასა და მსგავს ტიპებს.”

განაცხადა, “ოცნების” ერთ-ერთმა დეპუტატმა ირაკლი ზარქუა ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიაზე საუბრისას.