ერთმანეთის ციხეში გაშვებით ნატოსა და ევროკავშირში ვერ მოხვდებიან – ლიეტუველი პარლამენტარი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა სააგენტო BNS-ს უთხრა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში ვერ მოხვდება, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს დაიჭერს.

„დავსხდებით ერთ მხარესთან, მეორესთან, შევეცდებით ვიპოვოთ გამოსავალი. თუ საქართველოს მართლაც სურს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთმანეთის ციხეში გაშვებით იქ ნამდვილად ვერ მოხვდებიან. მათ ლიეტუვის მაგალითი უნდა ისწავლონ, როცა სტრატეგიულ ამოცანებში ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მოქმედებენ“,– ამბობს ლიეტუველი პარლამენტარი.

ჟიგიმანტას პავილიონისი დღეს საქართველოს ეწვევა და ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.