“განსაკუთრებით მინდა, „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს მივმართო, არაა დრო ვინ ვის მოსწონდა, ვინ ვის არ მოუწონებს გამოთქმულ მოსაზრებებს, ეს არის საერთო ბრძოლა. თუკი არის რეფერენდუმი, მაშინ ყველანი ერთნი ვართ. ყველამ უნდა გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და ყველა იმ ადამიანს პატივი ვცეთ, ვინც ეწინააღმდეგება და ოლიგარქთან ბრძოლაში შედის.

მე დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, რომელიც ამას ვერ გაითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, როგორც არასდროს, მჯერა, რომ შანსს არ დავუტოვებთ მათ შორის თბილისში ხელისუფლებას.

არასდროს არ ყოფილა ასე ადვილად გასაკეთებელი არჩევანი, როგორიც წელსაა! ერთ მუშტად შეკვრის დროა. განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ!

აცხადებს თბილისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია. დღეს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.