ეს არის ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე – დიღმელაშვილი 20 ივნისის აქციაზე

“ეს არის ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე”-  ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილიას დამფუძნებლმა  და აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით 20 ივნისს აქცია აუცილებლად  გაიმართება, და ეს იქნება ერთდროულად გლოვისა და ზეიმის დღე. ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა.

“ეს ჩვენი დღეა, როცა სამოქალაქო საზოგადოებამ ჩააბარა ხელისუფლების მიერ დადგმული ტესტი, რამდენად მიმღებელი იქნება საზოგადოება რუსული პოლიტიკის მანიფესტირებისადმი ქართულ პოლიტიკაში. საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან მწვავე. ეს დღე გლოვის დღეც არის ჩვენთვის, იმიტომ რომ სისხლი დაიღვარა და ამავე დროს, ზეიმიც, რადგან მაშინ ახალი ეროვნული მოძრაობა დავინახე ამ ყველაფერში. სხვადასხვა წარსულის ადამიანი მოდის და ძირითად საკითხებზე თანხმდება. მე ვისურვებდი, ერთიანი ოპოზიცია მოვიდეს, არასადავო რანგში წარსდგეს და ვიცი, რომ ასეც იქნება. უბრალოდ, გავიხსენოთ, რა იყო ამ დღეს. ადამიანებმა მკაფიოდ მიანიშნეს, საით უნდა წაიყვანონ ქვეყანა. ეს გადის არჩევნების მოგებაზე ოპოზიციის მიერ. სამწუხაროდ, ასეა. ამ მდგომარეობაშია ქვეყანა, რომ პოლიტიკური გემოვნების ადგილი აღარ რჩება, ან ხელისუფლებას ირჩევ, ან ოპოზიციურ სპექტრს”, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.