ეს იყო უკრაინელებთან სოლიდარობის წელი–ევროკომისიის პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი საშობაო მიმართვაში

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა,  2022 წელს უწოდა წელი, როდესაც ევროპამ „დაძლია უპრეცედენტო ენერგეტიკული კრიზისი და გამოავლინა სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, რომლებიც იცავენ თავიანთ ქვეყანას“.

“ამ წელმა გამოავლინა ევროპის სული და ძალა. გილოცავთ შობას”, – წერს ფონ დერ ლეიენი საშობაო მისალოც ტექსტში  ტვიტერში სამ ენაზე – ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად.