ეს ხელისუფლება მართვის სადავეებს ვერ შეინარჩუნებს, აუცილებლად წავა – მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით,”არ არსებობს სხვა გამოსავალი, რომელსაც “ქართული ოცნება” იპოვის გარდა ხელისუფლებიდან წასვლისა”.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციას ცდილობს, მართვის სადავეებს ვერ შეინარჩუნებს.

“ეს ხელისუფლება, ეს რეჟიმი დგას თავიდან ბოლომდე მოძალადეებზე, კრიმინალებზე,  როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე პოლიციაში, პოლიციის მაღალჩინოსნებს შეხედეთ ხალხო. არანაირი განსხვავება არ არის მთელი ცხოვრება რომ კრიმინალური ცხოვრებით ცხოვრობენ იმ ადამიანებისგან. ეს რეჟიმი როგორც ერთი ისე წავა, აუცილებლად წავა, უკან დახევა არ იქნება არცერთი ნაბიჯით.

მთელი სახელმწიფო აპარატი, მთელი ფული იხარჯება ცხონებული ლექსოს დისკრედიტაციისთვის. ამას აკეთებს ბოლო 3–4 დღის განმავლობაში ქართული ოცნება და ეს ხელისუფლება შეინარჩუნებს მართვის სადავეებს?! ვერანაირად ვერ შეინარჩუნებს”,– თქვა ნიკა მელიამ.