ეუთო/ოდირი “ოცნებას” 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობის გამო აკრიტიკებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია (ეუთო/ოდირი) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აფასებს და  სასამართლოში მოსამართლეთა წარდგინების პროცესის ნაკლოვანებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ODIHR-ის მესამე შუალედურ ანგარიშშია საუბარი.

“მოსამართლეთა არჩევის გამჭვირვალე, სამართლიანი და სანდო სისტემა ყველა ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის ფუნდამენტურია. შერჩევის პროცესში არ არსებობდა მკაფიო სტანდარტები და მითითებები, რაც უარყოფითად აისახა კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების შექმნაში წარმატების მისაღწევად “, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მატეო მეკაჩიმ.

ანგარიშში საუბარია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებზე. ODIHR აღნიშნავს, რომ მოსმენები გრძელდებოდა მას შემდეგაც, რაც პარლამენტმა ვერ შეძლო ფორმალური სამართლებრივი საფუძველი შეექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო კანდიდატების წარდგენა ვაკანტურ თანამდებობებზე, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად უნდა მომხდარიყო.

“მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ბაზა უზრუნველყოფს მექანიზმს, რათა თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტი, ODIHR-მა დააფიქსირა სტანდარტების გადაცდომა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს როგორც სასამართლო სისტემა, ასევე მის საზოგადოების ნდობა”, – ნათქვამია ODIHR-ის განცხადებაში.