“ვაგრძელებთ ცის დახურვას რუსული საფრთხისგან”- უკრაინამ С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში მნიშვნელოვნად გაძლიერდა მას შემდეგ, რაც პარტნიორი ქვყნებიდან, С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო.

  • ”სამხრეთ საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა მიიღეს S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემა პარტნიორი ქვეყნებიდან, რამაც მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში. SAM S-300 ეფექტურად ასრულებს თავის მუშაობას რუსი ოკუპანტების ობიექტების დიდი ნაწილის წინააღმდეგ და შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავი, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კმ-მდე. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილზე მიფრინავს სამიზნე – 10 მეტრი თუ 27 კმ. ეს კომპლექსი უკვე ასრულებს საბრძოლო დავალებებს. არის დასაწყისი – იქნება გაგრძელება.” – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.