ვაშაძე: მელია ამნისტიით უნდა გათავისუფლდეს, გირაო ალტერნატივა არ არის

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას გირაო არ არის ამნისტიის ალტერნატივა და ის ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიიღონ.

“არასწორი ინტერეტაციები რომ დასრულდეს, გირაო არ არის ალტერნატივა ამნისტიის კანონის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირ გზავნილი იყო, მელიას და პროტესტში მონაწილეების საქმეები უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი. რადგან გირაოს გადახდა, რომც გადაეხადა ევროკავშირს, ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და შეიძლება ისევ შეიძლება შეებრუნებინა ქართულ ოცნებას”,- ამბობს ვაშაძე ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ყველანაირ მცდელობას, მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.

“ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, მე ვაპირებ, ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით”,- აღნიშნა ვაშაძემ.