”ველოდებით მსოფლიოს ძალიან მტკიცე რეაქციას რუსეთის დღევანდელ ტერორისტულ ქმედებებზე. რეაქციას ჩვენი პარტნიორებისგან და მეგობრებისგან და არა უბრალოდ დამკვირვებლებისგან. ყველასგან, ვინც ნამდვილად აღიარებს გაეროს წესდებას. მხოლოდ დღეს, 70 რაკეტა გვესროლეს. ეს არის ტერორის რუსული ფორმა. მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რისი მიღწევა სურს რუსეთს ასეთი დარტყმებით. ენერგეტიკული ტერორი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასია. როდესაც ტემპერატურა ნულის ქვემოთაა და რუსული რაკეტების დარტყმების შედეგად ათობით მილიონი ადამიანი რჩება ელექტროენერგიის, სითბოსა და წყლის გარეშე, ეს აშკარა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე”.

განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომაზე.