“ვერაფერს დავარქმევ თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს”- გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე

“ამას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს” – ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.  ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ  “მთავარ არხთან” ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ შემცირდეს გადასახადები, თვითდასაქმებულებისთვის დღეში გამოყოფილი 6 ლარი, მათ ვერ დაეხმარება.

“ამას ვერაფერს დაარქმევ, თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს იმიტომ, რომ ეკონომიკის გაჯანსაღებასთან და საქართველოს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაცვასთან იმ “ოცნებებს”, რაც დღეს მოვისმინეთ არანაირი კავშირი არ აქვს. იმ თვითდასაქმებულებმა, ვინც ყველაფერი დაკარგეს, იატაკზე დაცემული ლარისა და გაბერილი ფასების პირობებში 6 ლარად უნდა იარსებონ. მოთხოვნა მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა და მინისტრებმა სასწრაფოდ დაიწყონ 6 ლარზე ცხოვრება”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “მთავარ არხთან”.