“ვთავაზობთ რუსეთს მოლაპარაკებები “აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გაიმართოს„–არესტოვიჩი

კიევი რუსეთს სთავაზობს სამშვიდობო მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლის მეტალურგიულ კომბინატ აზოვსტალთან გაიმართოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები შეიძლება მიმართული იყოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მიღწევისა და აზოვსტალის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ბედის გადასაწყვეტად.

რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელ სამხედროთა ჯგუფმა, რომელიც აზოვსტალშია გამაგრებული, რუსეთის არმიას სტრატეგიულად მნიშვნელოვან საპორტო ქალაქზე სრული კონტროლის დამყარების საშუალება არ მისცა.

სამხედროებთან ერთად აზოვსტალის ტერიტორიაზე სავარაუდოდ არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.

არესტოვიჩი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ყველა რუსი ტყვე, რომელიც უკრაინელებს ყავთ, მარიუპოლის მცველებში გადაცვალონ.