ვოლგოგრადში “ვაგნერელი“ ცოლმა მოკლა

რუსეთში, ვოლგოგრადის რაიონში, სვეტლოიარში ქალმა დანით მოკლა ქმარი, რომელიც ვაგნერის მებრძოლი იყო. „მეტისმეტი ემოციურობის გამოყო“,– წერს ბიბისი ადგილობრივ  V1 პორტალზე დაყრდნობით.

სამართალდამცავ უწყებებში გამოცემის წყარომ თქვა, რომ რიგითი სამხედრო ოფიცერს „განვითარებული მოვლენების ფონზე ძალიან ეშინოდა, რომ მასაც მიაკითხავდნენ“. ამ ფონზე ის და მისი ცოლი სადილად დასხდნენ და დალევა დაიწყეს. მამაკაცი მალევე გახდა აგრესიული და ცოლზე ძალადობის გამოყენება სცადა.

„ქალმა ვერ გაუძლო ყველაფერს, რაც ხდებოდა და ქმარს დანა დაარტყა. ჭრილობა მძიმე და ღრმა იყო, მან სასიკვდილო სისხლდენა გამოიწვია. ვაგნერელი დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა“, – აცხადებენ სამართალდამცავი ორგანოები.