ვტოვებ პოლიტსაბჭოს! ყველა დამნაშავე ვართ, მიშა რომ ვერ დავიხსენით – ენმ-ის წევრი

“ვტოვებ პოლიტსაბჭოს! ყველა დამნაშავე ვართ, მიშა რომ ვერ დავიხსენით “- ამის შესახებ,  Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ყოფილი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი წერს და პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

”ძმათაშორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი. ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა.

საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა თუ სამშობლო გიყვარს. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა!

პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ვისურვებდი, უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს.” – აცხადებს ბასიშვილი.