ზამთარს ძალების გადაჯგუფებისთვისა და განახლებისთვის გამოვიყენებთ – რეზნიკოვი

ზამთარს ძალების გადაჯგუფებისთვისა და განახლებისთვის გამოვიყენებთ – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა გამოცემა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“ჩვენ ამ დროს (ზამთარს) ჩვენი შეიარაღებული ძალების მაქსიმალური შედეგისთვის, მათი გადაჯგუფებისთვის, განახლებისა და როტაციისთვის გამოვიყენებთ და კარგად მოვამზადებთ. ზამთარი ბრძოლის ველზე ყველანაირ აქტიურობას შეანელებს, ორივე მხარისთვის… ეს ორივე მხარისთვის სასარგებლოა. დასვენება საჭიროა”. – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.