ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალი პირობების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღების ახალ წესებს ითვალისწინებს.

ამიერიდან უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო იქნება უკრაინული ენის, ისტორიისა და კონსტიტუციის ცოდნა და გამოცდის ჩაბარება.

ახალი კანონის N. 7606-ის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აქვთ უკრაინის მიმართ გამორჩეული დამსახურებები, და რომელთათვისაც უკრაინის მოქალაქეობის გაცემა წარმოადგენს სახელმწიფო ინტერესს, ან რომლებიც მსახურობენ ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში, შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეობა გამოცდის გარეშე, მაგრამ მათ მოუწევთ მოქალაქეობის მიღებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინული ენის გამოცდა ჩააბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოქალაქეობა დაკარგონ.