ზუგდიდში, 85 წლამდე ქალს მატარებელი დაეჯახა. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კი, კრიტიკულად მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც, რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.