“ეს არის რიტუალური ცეკვები, პენსიონერები ზოგადად იწყებენ ხოლმე სიარულს სამეჯლისო ცეკვებზე, რადგან საქმე არაფერი აქვთ. დაახლოებით ასეთ პენსიონერულ, სამეჯლისო ცეკვას ცეკვავს ქალბატონი პრეზიდენტი.

[…]სალომე ზურაბიშვილი ერთადერთ შედეგს რასაც მიიღებს ისაა, რომ მისი პირადი პოზიციები დასავლეთის თვალში იქნება წონადი. იმიტომ, რომ სწორ რაღაცებს ლაპარაკობს, სწორ რაღაცებს ფიქრობს. მეტი შედეგი არ ექნება ამ ყველაფრიდან, თუ ასე გააგრძელა. ქალბატონო სალომე, გინდათ მხარდაჭერა? – დადეთ კონკრეტიკა და იმ კონკრეტიკის გატანა თქვენ თუ არ იცით, ჩვენ გასწავლით.

ის ცდილობს, რომ ხელისუფლებასთან ხიდები არ ჩატეხოს. ხელისუფლება საკმაოდ ხისტია და როგორ ჩანს, იქ გარკვეული დაძაბულობა უკვე არსებობს და არ უნდა იმ ტიპის ნაბიჯის გადადგმა, რაც ამ პროცესში დამატებით თავის ტკივილს გააჩენს. ეს არის მიზეზი. რატომ მოაწერა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე კანონპროექტს? რა თქმა უნდა, არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, ეს იმ განწყობის საპირისპირო იყო, რის შექმნასაც ცდილობს. ასე რომ, მას აქვს ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების კომპლექსი. ამ კომპლექსისგან ის არაა გათავისუფლებული. ამიტომ ვამბობ, რომ მისი პოლიტიკური ნაბიჯები არის პენსიონერის სამეჯლისო ცეკვები, გინახავთ ალბათ ფილებში. დაახლოებით, რიტუალური ცეკვის ხასიათს ატარებს მისი ქმედებები, სამწუხაროდ”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის ეთერში სალომე ზურაბიშვილის “ეროვნული თანხმობის” პროცესზე.