“ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განზრახ გამოქვეყნებული ვიდეოები ადასტურებს იმას, რომ ევროპარლამენტის
რეზოლუცია სრულად გამართლებულია.

სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება. სალომე ზურაბიშვილმა საბოლოოდ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია, რომ გადაარჩინოს არა მარტო მიშა, არამედ დაეხმაროს თავის ქვეყანას ამ საშინელი მდგომარეობიდან გამოსვლაში”

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, რებეკა ჰარმსი, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას ტვიტერით ეხმაურება.