ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს

წინასწარ პატიმრობაში მყოფი ოცნების ყოფილი დეპუტატი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე დასწრებას შეძლებს. ის სახლში პენიტენციური სამსახურის ავტომობილით მიიყვანეს და ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება, დაკრძალვის შემდეგ კი მას საპატიმროში დააბრუნებენ.

მას გუშინ თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს გაიმართება. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ადვოკატი აცხადებს, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.