ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ

“გირჩი მეტი თავისუფლება“–ს ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ მისი პარტიის პრესსამსახური ფეისბუქზე წერს.

“ბანაკში მივდიოდით, გავჩერდით გორის სმარტთან, გოგოები შევედით მაღაზიაში და ამ დროს, მანქანაში მარტო მყოფ ჯაფარას თავს დაესხა ვიღაც გიჟი. ყველაფერი მოხდა ძალიან სწრაფად. ზურას დაზიანება აქვს თვალის არეში.
საშიშია ამ ქვეყანაში ცხოვრება.“ – დაწერა ანა ყურაშვილმა.
როგორც ირკვევა, უცნობმა მამაკაცმა ჯაფარიძეს უთხრა – „პატრიარქზე როგორ საუბრობო” და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა
ჯაფარიძე და მისი პარტიის წევრები ბორჯომში IFIL-ს ბანაკში მიდიოდნენ, და გზად  გაჩერდნენ გორში, რა დროსაც მოხდა ეს ინციდენტი.
მოგვიანებით თავად ზურა ჯაფარიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს
ერთ–ერთი თანაგუნდელის ინფორმაციით ჯაფარიძე ადგილობრივ პოლიციაში მივიდა და ინციდენტის შესახებ განცხადება დაწერა:
“პოლიციაში ვართ, განცხადებას დაწერს. იმედია, იქ მაინც მუშაობდა კამერები და იპოვიან“–წერს ფეისბუქზე ეთო ხაბურძანია.