თბილისში კორონავირუსზე ტესტირება იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ, იუსტიციის სახლის უკან, სპეციალური სივრცე იქნება, სადაც ნებისმიერ მსურველს კორონავირუსის ტესტის გაკეთება შეეძლება.

მისი თქმით, ტესტირების მიზანია, თბილისში ინფექციის ცირკულირების ინტენსივობის გაზომვა.

„მოგიწოდებთ, იუსტიციის სახლის უკანა მხარეს არის მოწყობილი შესაბამისი სივრცე, დღეს და ხვალ იქნებიან ნიმუშის აღება. ვისაც გსურთ, შეგიძლიათ აიღოთ ნიმუში და მეორე დღეს იქნება პასუხი, გვაინტერესებს დაახლოებით 1000 ადამიანზე გაკეთდეს. რამდენიმე სეროპრევალენტობის კვლევები გავაკეთეთ. ეს კვლევები არიას საშუალება, რომ გარკვეულად პულსზე გვეჭიროს ხელი რა ხდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტესტის პასუხი მეორე დღეს იქნება ცნობილი.