თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

დაშავებული მამაკაცებიდან ერთი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, მეორე კი, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მუშების ჩამოვარდნა გარე ლიფტის მოწყვეტამ გამოიწვია, რომლითაც მაღალ სართულებზე სამშენებლო მასალები ააქვთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.