თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი იმ ბინაში ნახეს, სადაც იგი ცხოვრობდა. თუმცა, როგორც ბაკიჰანოვის მეგობრები ამბობენ, გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად შენობიდან გადმოვარდნაც ვრცელდება. ამის შესახებ ჟურნალისტი აფგან მუხტარლი წერს.

გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე ბახიკანოვს თბილისში ჩხუბი მოუვიდა აზერბაიჯანელების ჯგუფთან. ის ვარაუდობდა, რომ თავდამსხმელები აზერბაიჯანის მთავრობამ მიუგზავნა.

ფორმულასთან საუბრისას, გარდაცვლილის ახლობელი ავთანდილ მამედოვი ასევე არ გამორიცხავს, რომ ბახიკანოვის სიკვდილი აზერბაიჯანის მთავრობის ინტერესებს უკავშირდებოდეს.

მისი თქმით, ჰუსეინ ბაკიხანოვი საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რადგან აზერბაიჯანის მთავრობა მას სდევნიდა და სამშობლოში დაკავებულიც იყო.

აფგან მუხთარლის ინფორმაციით, ცემის შემდეგ ბაკიხანოვს სამედიცინო შემოწმებაზე უარი უთხრეს.

„12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან.

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებაზე. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე”, – წერს მუხთარლი Facebook-ზე.