თბილისში “სინოვაკის” ყველა ჯავშანი შეივსო

თბილისში “სინოვაკის” ვაქცინის ყველა ჯავშანი შეივსო. ამ დროისთვის ჯავშნები ხელმისაწვდომია რეგიონებში.

სინოვაკზე რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო და პაატა იმნაძის თქმით, 2 საათში 5370 ადამიანი დარეგისტრირდა.

ცნობისთვის, Sinovac-ის 100 000 დოზა საქართველოს ჩინეთმა საჩუქრად გადასცა. მას ჯერ არ მიუღია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ცხელ ხაზზე – 1522.