თელავის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში შუა ხნის ცოლ-ქმარი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლო დამნაშავე მწყემსია.

მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.