თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების წინააღმდეგი ვარ, გლეხს შეიძლება გაუცვდეს – ზილფიმიანი

ევროპელი სოციალისტების წევრი დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ არჩევნებზე თითის ანაბეჭდით ინდენტიფიცირების სისტემის დანერგვის წინააღდეგია, რადგან ანაბეჭდი გლეხს შეიძლება “გაუცვდეს”.

“წინააღმდეგი ვიყავი თითის ანაბეჭდით იდენტიფიცირების იმიტომ, რომ მშრომელი ადამიანები ხშირად ისეთ ადგილებში მუშაობენ, მათ უბრალოდ შეიძლება გაუცვდეთ ან წაუკითხვადი გაუხდეთ მაგალითად, გლეხს, ასევე, ვიღაც მარტენის ღუმელთან არის და ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე მომხრე ვარ სახის იდენტიფიცირებით, მაგრამ სანამ ეს იქნება, შესაძლებელია ერთიანი ID ბარათებით მოხდეს საწყის ეტაპზე ხმის მიცემა… ეს “იმიჯ დეთექშენს” აკეთებს, ანუ გამოსახულების დაფიქსირებას ახდენს, რომ მწვანე მისცეს [არჩევნებში] მონაწილეობის მისაღებად”,– თქვა მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მანვე აღნიშნა, რომ ოქტომბრამდე მსგავსი პრაქტიკის დანერგვა ვერ მოხდება, რადგან სახელმწიფო ვერ იყიდის ოპტიკურ მთვლელებს, თუმცა მომავალი არჩევნები მსგავსი ტექნოლოგიით უნდა ჩატარდეს.