“რუსული თვითმფრინავები გვყავს ჩამოყრილი უკრაინიდან ნაყიდი იარაღით. 2008 წლის ომის დროს, რუსული თვითმფრინავები რაც ჩამოვყარეთ, თითქმის ყველა ჩამოყრილია უკრაინული იარაღით. უკრაინა გვეხმარებოდა არამარტო 2008-ში, არამედ 90-იანების დასაწყისში პირველი კონფლიქტები რაც გვქონდა რუსეთთან, მაშინაც კი უკრაინელები ჩვენს გვერდით იბრძოდნენ, ჩვენს გვერდით იხოცებოდნენ და მათ შორის უკრაინელების დახმარებით მოხდა ევაკუაცია უამრავი დევნილის . ახლა თუ ვინმეს უნდა დახატოს, რომ უკრაინელები ცუდი ხალხი არიან და არ გვეხმარებიან, ჩემი აზრით, არის უსინდისო ნაბიჭვარი”

ასე პასუხობს ”გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სამთავრობო მედიის შეკითხვას, თითქოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, უკრაინამ საქართველოს გამოუსადეგარი იარაღი მიყიდა.