თუ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის – იუკნევიჩიენე

“თუ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის “- ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან თქვა რომ თუ ის ციხეში “წესიერად არ მოიქცეოდა” მუხლებს დაუმატებდნენ. ევროპარლაემნტარი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა, არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია და ღარიბაშვილის განცხადება აჩენს ეჭვს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე პოლიტიკურია.

“ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული, ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის “დადანაშაულება” შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.

რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის და პრემიერ ღარიბაშვილისგან იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო”, – თქვა რასა იუკნევიჩიენემ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.