ივანე მაჭავარიანი კლინიკაში გადაიყვანეს

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი კლინიკაში მოათავსეს.  მაჭავარიანი ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს.გამოცემის ცნობით, მაჭავარიანი და  ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკაში დაზიანებებით გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში ინფორმაციას პაციენტების შესახებ არ გასცემენ.

”სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ვერანაირ ინფორმაციას დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფთ“,- აცხადებენ კლინიკაში.

არსებული ინფორმაციით, ივანე მაჭავარიანი იმ დღეს, როდესაც მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, უკვე კლინიკაში იმყოფებოდა.