ივანიშვილზე ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული – თურნავა კონგრესმენების ანგარიშზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას აზრით, კონგრესმენების ანგარიშში ივანიშვილიზე ფრაზა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და ხელოვნურადაა იმპლანტირებული.

მისი თქმით, რაც ანგარიშზე წერია, ძირითადად პოზიტიურია.

“თქვენ თუ ამას გაეცნობით, ნახავთ, რომ თვითონ ამ ანგარიშშიც საქართველოზე რაც წერია, ძირითადად არის პოზიტიური და მათ შორის წერია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა დღეს ისეთ მაღალ ნიშნულზეა, როგორც არასდროს. აბსოლუტურად დისონანსშია ყველაფერთან ეს ერთი ფრაზა, ამოვარდნილია სრულიად იმ დოკუმენტის კონტექსტიდან, რაზეც აპელირებენ. ზოგადად ჩვენი, ამერიკისა და საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების კონტექსტიდან საერთოდ ამოვარდნილია. იქ არის საუბარი, თითქოსდა „ქართული ოცნება“ რუსეთთან არის ალიანსში და ეს იწვევს დესტაბილიზაციას, მაშინ ამ შემთხვევაში რა შუაშია ის, რომ მაღალ დონეზე არის აშშ-სა და ჩვენი სამხედრო ურთიერთობები. აქაც ჩანს, რომ ეს ფრაზა ხელოვნურად არის იმპლანტირებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ივანიშვილზე წინადადება ნაციონალური მოძრაობის ლობისტებმა ჩასვეს. 

“აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის” ანგარიშში, რომელსაც 13 კონგრესმენი აწერს ხელს, წერია, რომ აშშ-მა უნდა გააფროთოვოს სანქცირებული ადამიანის სია და ამ სიაში ისეთი ოლიგარქებიც უნდა შევიდნენ, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ეხმარებიან. ასეთ ოლიგარქებს შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდება, რომელიც “პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული