ამ დენდროლოგიური პარკის შექმნის გაცხადებული მიზანი რაც არის, ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. როგორც იცით, ეს პარკი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, მათ შორის, თქვენი რეპორტაჟებიდანაც გავიგეთ, რომ ეს პარკი დამატებითი ექსპონატებითა თუ ბუნების ძეგლებით შეივსება და ამის შემდეგ იქნება. ჩემთვის მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდზე მეტის ქველმოქმედება გასწია და ეს არის სწორედ ის, რაც, მე მგონი, თქვენც უნდა განიშნებდეთ იმისკენ, რომ ასეთი, დიდი საქმეები უანგაროდ კეთდება.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.