“არაერთხელ იყო ინფორმაცია გადაცემული ჩვენი წევრებზე, რომელიც ფაქტობრივად შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის გაჟონვა ხდება წლების მანძილზე, ეს არ არის ახალი გადაცემული. ერთი წლის წინ იყო, რომ სავარაუდოდ, 30-33 კაცზე საუბარი, ვისზეც ჰქონდათ ინფორმაცია გადაცემული, დღეს ეს სია გაიზარდა 125 კაცამდე. საკმაოდ ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ. რატომ ქართული ლეგიონი? იმიტომ, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ცდილობენ ყველანაირად გვებრძოლონ, ეს არის ინფორმაციული ბრძოლა, ფსიქოლოგიური ბრძოლა, ახლა რასაც აკეთებენ ეს არის, ფაქტობრივად, ზეწოლა ოჯახის წევრებზე.”

აცხადებს ქართული ლეგიონის მეთაური  მამუკა მამულაშვილი.