ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსების გაგნებაში არ არის, არც იურისტი არ არის – ბიძინა ივანიშვილი

“ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსების გაგნებაში არ არის, არც იურისტი არ არის”- ამის შესახებ, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ბერმუდის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომელსაც “შაბათის ფორმულა” ავრცელებს. შვეიცარიული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა თუ რა როლი ჰქონდა ხელშეკრულების გაფორმებისას ირაკლი ღარიბაშვილს, რაზეც ივანიშვილი ასე პასუხობს:

“ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსების გაგნებაში არ არის, არც იურისტი არ არის, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ იმით მოიხსენიეთ” – ამბობს ივანიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი, მაშინ როდესაც ოლიგარქს შვეიცარულ ბანკთან ქონების გაფორმებაში ეხმარებოდა, ქართუ ბანკში მუშაობდა. სწორედ ღარიბაშვილიის ესწრებოდა იმ ხელშეკრულებების ხელმოწერას, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი დაკარგა.

“შაბათის ფორმულა” ბერმუდის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის 3 ჩვენება მოიპოვა. ივანიშვილი ბოლო ერთი კვირა სასამართლოს ჩვენებებს ყოველდღეიურად, ჭორვილის რეზიდენციიდან აძლევდა. გაირკვა ვის უფორმებდა ქონებას და ვინ არიან ის ადამიანები მისი პირადი გარემოცვიდან, ვის გამოც შესაძლოა დაკარგა სადავო 400 მილიონი.