ისანში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 10-მდე სახანძრო მანქანა ცდილობს

თბილისში, ისნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი ავტობაზრობაზე ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე გაჩნდა.

ხანძრის ლოკალიზებას 10-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა.

გავრცელებული ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.