ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმეს რამეს უმალავენ – სარჯველაძე ფოტიგას არშეშვებაზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ანა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე ამბობს, რომ “ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას არ განაპირობებს.

მისი თქმით, მისი არშეშვება “ტექნიკურ მიზეზს” უკავშირდება, თუმცა “აქ ის შემთხვევა არ არის, როცა ვინმეს რამეს უმალავენ და ამ მიზეზის გამო უარი შეიძლება ყოფილიყო ნათქვამი”.

„მეც ვვარაუდობ, ის, რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა და მხოლოდ ევროპარლამენტარი შეუშვა, ან ევროპარლამენტარობა ვინმეზე უპირატეს უფლებას განაპირობებს შესვლა-არ შესვლასთან დაკავშირებით, ეს აიხსნა და ეს ლოგიკურია. მე რომ ვავარაუდობდე, რომ იქ არ შეშვების მიზეზი იყო ვინმესთვის რამე დაემალათ, ამ შემთხვევაში, ეს იქნებოდა მართლაც შემაშფოთებელი, მაგრამ სხვა შემთხვევაში ნამდვილად არ ვხედავ საკითხს ასე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ორი დღეა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას არ უშვებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან გლდანის ციხეში.