იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი იჯდა

იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელსაც 50-მდე უკრაინელი ლტოლვილი გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, იტალიაში ომის დაწყებიდან დაახლოებით 35 000 უკრაინელი ლტოლვილი შევიდა.