უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრს და პარტია ბატკივშინას ლიდერს, იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ვირუსით დაინფიცირდნენ მისი ოჯახის წევრებიც – ქალიშვილი ევგენია ტიმოშენკო და მეუღლე არტურ ჩიჩოტკინი.
ჯერჯერობით უცნობია ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა.