იუსტიციაში წულუკიანის მიერ უკანონოდ გათავისუფლებების გამო ბიუჯეტმა ₾332 172 იზარალა – TI

თეა წულუკიანის მმართველობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან თანამშრომლების უკანონო გათავისუფლებების გამო, ბიუჯეტმა 332 172 ლარი იზარალა. – ინფორმაციას ამის შესახებ,  “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 202 672 ლარი გადახდილია 5 დასრულებული საქმის შედეგად. 129 500 ლარი კი სასამართლოში მიმდინარე საქმეებზეა დაკისრებული და საბოლოო გადაწყვეტილებებამდე ეს თანხა ყოველთვიურად იზრდება.