უკრაინელები ხერსონისა და ზაპოროჟიეს დეოკუპაციას გეგმავენ – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს და მოუწოდებს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია. ვერეშჩუკი აცხადებს, რომ ბრძოლები სასტიკი იქნება.
- “რაც არ უნდა რთული იყოს ვითარება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ გადაასახლონ, ჩვენ მაინც ვიპოვით შესაძლებლობას, რომ ხალხს დაბრუნებაში დავეხმაროთ”, – თქვა მან.
ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ბრძოლები სასტიკი იქნება, რადგან უკრაინული ძალები ამ ტერიტორიების დეოკუპაციას აპირებს.
- “ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლები. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის”, – დასძინა ირინა ვერეშჩუკმა.