ქართული ოცნება არის დაშინებისა და სიძულვილის რუსული პარტია, ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს, საქართველოსა და ქართველების სიყვარულმა. მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ, საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არცერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. გაიხსენეთ, ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე გულებიანი საქართველოს დროშა ავაწევინე და ამან მაშინვე “ოცნების პროტესტი გამოიწვია”. 10 წელი გავიდა და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა.

მე მინდა, პირველ რიგში, გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას. ამიტომ, დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და პუტინისტებმა თქვენგან როგორც არ უნდა დამაიზოლირონ, მაინც გავიგებ თქვენს ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას. დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს.

წერს Facebook-ზე საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.