“კარგია, რომ ბრუნდებიან, რადგან ის ბოიკოტი თავიდან ბოლომდე ამაო იყო. თან არ მესმის ბოიკოტის –  ხელფასი რომ არ დაგექვითოს, მოდიხარ კომიტეტების სხდომების წინ, ხელს აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ და არ შემოდიხარ, ე.ი მუშაობა გეზარება. ეს იყო სინამდვილეში ნაციონალური მოძრაობის ე.წ ბოიკოტი. სინამდვილეში არანაირი ბოიკოტი არ იყო.

კარგი იქნება, თუ მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით, რეალურად ვიმუშავებთ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას აქვს. ხალხის რეალურ პრობლემებზე თუ მოვახდენთ კონცენტრირებას, მათ შორის, ნაცმოძრაობაც და ვიმუშავებთ ამ პრობლემის მოგვარებაზე და არა მარტო იმაზე, რომ არიქა, სააკაშვილი არის სადღაც გამოკეტილი, იქნება ძალიან კარგი”

ამბობს “მოქალაქეების” დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი ნაცმოძრაობის პარლამენტში შესვლაზე.