კარგი იქნება, თუ პარლამენტში შემოვლენ – კახა კუჭავა ენმ-ზე

“კარგი იქნება, თუ პარლამენტში შემოვლენ”- პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა თვლის რომ ენმ-ის პარლამენტში შესვლა კარგი იქნება, რადგან ქვეყანას ჯანსაღი კრიტიკა სჭირდება.

„პარლამენტის ინტერსებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი. აუცილებელია 150 ადგილი შევსებული იყოს და საპარლამენტო ტრიბუნიდან თითოეული ამომრჩეველის ხმა ისმოდეს. ამიტომ, თუ შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომლის ადგილიც ზუსტად პარლამენტია”. – განაცხადა კუჭავამ.