კაცს, რომელმაც 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და დაწვა სცდა, პატიმრობა შეეფარდა

კაცს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შესხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ პროცესზე მიიღო.

ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

შ.გ.–ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. გამოძიების ინფორმაციით, შალვა გოგოლაძეს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით – ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გოგონა და 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ის გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების ცნობითვე, გოგოლაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.