“რაც შეეხება რიტორიკის საკითხს, აქაც ვფიქრობ, რომ მე მგონი უნდა დასერიოზულდნენ ევროპარლამენტის წევრები. ეს ბავშვური დამოკიდებულება ასეთი საკითხის მიმართ აბსოლუტურად გამაოგნებელია და რაზეა საუბარი, არაერთხელ გვსმენია, მათ შორის, საუბრების დროსაც ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებთან, რომ მოვერიდოთ ასე ვთქვათ კრიტიკას ევროპარლამენტის წევრების მიმართ. ვიცით, რაც ხდება. არის ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი, რომელიც ყოველ მეორე დღე ოპოზიციურ საკუთრებაში მყოფ მედიებში არიან, საქართველოს პოლიტიკის კომენტატორებად ჩნდებიან, მიდის მათგან პირდაპირ საუბარი, რომ მოსკოვთან გარიგებულია საქართველოს ხელისუფლება, პუტინი, რუსეთი და რაც აქვს ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას ნარატივი. ამაზე, ხდება ჩვენი პასუხი, რეაგირება, რა თქმა უნდა და როგორც კი ჩვენგან არის საპასუხო კრიტიკა, იქვე ვარდებიან შეურაცხყოფილ მდგომარეობაში, როგორ შეიძლება მათი კრიტიკა.
ძალიან ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ მიდგომებზე, აქ ზემოდან ყურება სხვა ქვეყანის მიმართ, რაც არ უნდა პატარა ვიყოთ ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს არ არის ევროკავშირის დამოკიდებულება, ეს ცოტა სხვა დროს გვაგონებს და ევროკავშირში არიან ისეთი ქვეყნები და ადამიანები წარმოდგენილნი, რომლებიც სწორედ იმ სისტემაში გაიზარდნენ და არ ვიცი, ეს ნოსტალგიები არის თუ არა, მაგრამ ზემოდან ყურება და ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა არ შეიძლება ქვეყნის მიმართ. თუ ისინი აკრიტიკებენ, ჩვენც ვაკრიტიკებთ და მიიღონ, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დებატის ნაწილი და კეთილი ინებონ და ზრდასრული პოლიტიკოსებივით მოიქცნენ და აიტანონ ეს კრიტიკა”.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი “იმედის” ეთერში.