“კიევის მოჩვენება” ბრძოლაში დაიღუპა – გასაჯაროვდა მისი ვინაობაც

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მო­ი­ე­რი­შე MiG 29-ის პი­ლოტი ე.წ. “კიევის მოჩვენება” გასულ თვეში, საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა. როგორც ბრიტანული გამოცემა, Times-ი უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით იუწება “კიევის მოჩვენებამ” რუსეთ-უკრაინის ომში  40-ზე მეტი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო.

დაღუპული სტეფან ტარაბალკა “კიევის აჩრდილი” არაა – უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოცემის ცნობით, დღეს პირველად გასაჯაროვდა იმ პილოტის ვინაობაც, ვინც “კიევის აჩრდილის” მეტსახელის უკან იდგა. 29 წლის მაიორ სტეფან ტარაბალკა, ერთი შვილის მამაა. ვინაობას Times-ს უკრაინულმა წყაროებმა დაუდასტურეს.

უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით Times-ი ასევე იუწყება, რომ  მისი ჩაფხუტი და სათვალე სავარაუდოდ მალე გაიყიდება ლონდონის აუქციონზე, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.

უკრაინელები სოციალურ ქსლში MiG-29-ის პილოტს, “მფარველ ანგელოზს” უწოდებდნენ, თუმცა მისი ვინაობა დღემდე გასაიდუმლოებული იყო. ამან გამოიწვია ვარაუდი, რომ მის შესახებ ისტორიები იყო მითი, მოტივაციის ასამაღლებლად ომში შეიქმნა, რადგან ქვეყანა იბომბებოდა რუსული ბომბებითა და რაკეტებით.

11 მარტს, ტარაბალკას გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის გენეშტაბმა გამოაქვეყნა “კიევის მოჩვენების” ფოტო, სადაც ის  MiG-29 თვითმფრინავის კაბინაში იჯდა, თუმცა მისი სახე დაფარული იყო, სათვალით, ჩაფხუტითა და ჟანგბადის ნიღბით. მას რუსებისთვის შემდეგი გზავნილი ჰქონდა : “გამარჯობა, ოკუპანტებო მოვდივარ თქვენი სულისთვის!”

სტეფან ტარაბალკა, დასავლეთ უკრაინაში, პატარა სოფელ კოროლივკაში დაიბადა და ის მუშათა კლასის ოჯახიდან იყო. დაამთავრა ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნული უნივერსიტეტი. ადგილობრივი ინფორმაციით, ის 13 მარტს რუსებთან საჰაერო ბრძოლაში დაიღუპა. მას დარჩა ცოლი ოლენია და მათი რვა წლის ვაჟი იარიკი.

ტარაბალკას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა უკრაინის უმაღლესი მედალი საბრძოლო მამაცობისთვის, ოქროს ვარსკვლავის ორდენით, უკრაინის გმირის წოდებით.

უკრაინამ განაცხადა, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე გაანადგურა 189 რუსული თვითმფრინავი, 155 ვერტმფრენი და 229 დრონი, თუმცა ეს მონაცემები არ არის გადამოწმებული.

„ის ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდა მედესანტეებს საჰაერო წვრთნებში, შემდეგ კი  გარბოდა მათი მიმართულებით, რათა დაენახა სად დაეშვებოდნენ ისინი. ადრეული ბავშვობიდან ის ყოველთვის ოცნებობდა ცაზე, ღრუბლებზე და  მაღლა ფრენაზე“, –  განუცხადა Times-ს სტეფან ტარაბალკას დედამ.

ტარაბალკას მამა ამბობს, რომ შვილის ბოლო ფრენის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ მან  დავალება შეასრულა, თუმცა უკან ვეღარ დაბრუნდა.

”ჩვენ ვიცით, რომ ის მიფრინავდა მისიაზე. და მან დაასრულა მისია, თავისი დავალება. შემდეგ ის არ დაბრუნდა. ეს არის მთელი ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ” – განაცხადა, სტეფან ტარაბალკას მამამ.