დაღუპული სტეფან ტარაბალკა “კიევის აჩრდილი” არაა – უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა “კიევის აჩრდილთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს რომ უკრაინელი პილოტი სტეფან ტარაბალკა “კიევის აჩრდილი” არ არის. ამის შესახებ შესაბამის განცხადებას, უკრაინის შეიარაღებული ძალები,  ტელეგრამის არხზე ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სტეფან ტარაბალკას 40 თვითმფრინავი არ ჩამოუგდია. ხოლო გავრცელებული ინფორმაცია რომ  “კიევის აჩრდილის” დაიღუპა, რეალობას არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 აპრილს ბრიტანულმა გამოცემამ The Times-მა გამოაქვეყნა სტატია “კიევის აჩრდილის” დაღუპვის შესახებ.