კიევში ვიზიტის შემდეგ ავსტრიის კანცლერი ხვალ პუტინს შეხვდება

9 აპრილს ვოლიდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის კანცლერი, კარლ ნაჰამერი ხვალ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას ადასტურებს პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

გერმანული გამოცემის, Kronen Zeitung-ის ცნობით, ნეჰამერმა თქვა, რომ სურს, “ხიდის მშენებელივით“ იმოქმედოს და “ეცადოს, რომ ცოტათი მიუახლოვდეს მშვიდობას“.

გამოცემა წერს, რომ ვიზიტები კანცლერმა წინასწარ განიხილა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთად.

უკრაინაში ნეჰამერმა და ზელენსკიმ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, ასევე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა და რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციებს დაწესება.